კომპანიის შესახებ
კომპანია "NLC Georgia", დაფუძნებული 2009 წელს იკავებს ლიდერ პოზიციას საქართველოს ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე. კომპანია ხელს უწყობს მაღალხარისხიანი პრეპარატების ცნობადობის და პოპულარიზაციის ზრდას, ასევე აცნობს და ასწავლის ქართველ ექიმ–დერმატოკოსმეტოლოგებს ესთეტიკურ მედიცინაში დანერგილ თანამედროვე, უახლეს მეთოდიკებს. ამ მიზნით ვიწვევთ ამ დარგში ცნობილ უცხოელ სპეციალისტებს და მათი მონაწილეობით ვატარებთ კონფერენციებს და მასტერ კლასებს.
კომპანია "NLC Georgia" არის ესთეტიკურ მედიცინაში მსოფლიო ბრენდების, როგორიც არის: Stylage Vivacy (France), Desirial Vivacy (France), Skin Pro Vivacy (France), Promoitalia (Italy), SoftFil (France), Aquashine BTX (Korea) - ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.